უსაფრთხო საკლასო ოთახი- უსაფრთხო გარემო
ყოველდღიურ სამუშაო ორაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევები,როდესაც მასწავლებლები გაკვეთილიდან გამოვსულვართ უკმაყოფილონი ხშირად მოსწავლეების უინტერესო დამოკიდებულებით საგნის მიმართ, ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაგვჩენია საკუთარი თავის მიმართაც.
წინ გადადგმული ნაბიჯია თუ მასწავლებელი ხედავს საკუთარ ,, ნაკლს'' გაკვეთილის მსვლელობისას, ხშირად გარემო ახდენს უდიდეს გავლენას მოსწავლის ქცევასა და გაკვეთილის წარმართვაზე. როგორ შევქმნათ უსაფრთხო საკლასო გარემო?! საკუთარი, არც თუ ისე დიდი ხნის სამუშაო გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რამდენიმე ასპექტს.
- საკუთარი საუბრის და ხმის ტონის კონტროლი: რა თქმა უნდა ძნელია იყო ყოველთვის თავშეკავებული მოსწავესთან, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს შესაძლებელია. თუკი ბავშვები დაინახავენ შენს კეთილგანწყობას, მხარდაჭერას საგაკვეთილო პროცესი იქნება მართვადი.
- შეცდომების გასწორება- როდესაც დაფასთან გამოსული მოსწავლე უშვებს შეცდომას, შეეცადეთ დაანახოთ მას პრობლემა და ამოსავალი წერტილი იპოვოს თავად, შესაძლებელია ამას დასჭირდეს გათვალისწინებულზე მეტი დრო, მაგრამ მოსწავლე იმუშავებს საკუთარ თავზე, ამასთანავე თქვენ დარწმუნდებით, იცის თუ არა მან გავლილი მასალა კარგად, ან რაში აქვს პრობლემა. მიეცით მას დრო, ნუ შეზღუდავთ, იგრძნოს მოსწავლემ თქვენი მხარდაჭერა და არა შიში, რომ მიიღებს ცუდ ნიშანს.განსაკუთრებით უცხო ენის შესწავლის დროს ჩვენ ვაწყდებით ენობრივ ბარიერს, მხოლოდ სიმორცხვისა და შეცდომების დაშვების შიში არის მიზეზი ხშირ შემთხვევაში იმის,რომ მოსწავლეებს უჭირთ წინადადებების აგება. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ ჩვენ ,,მის მხარეს ვართ'' ცდილობენ გადალახონ ეს გრძნობა.
- ენის შესწავლის დროს ნუ მისცემთ მოსწავლეს ხშირ შენიშვნას თუ ის უშვებს შეცდომას მეტყველების დროს, თუ თქვენთვის გასაგებია სათქმელი, ხშირ შემთხვევაში ხაზგასმა არ არის სავალდებულო.
- თუ მოსწავლეები ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას, ასეთ დროს შესაძლებელია ,,გადავუხვიოთ'' წინასწარ შედგენილ გეგმას და ჩავუღრმავდეთ კონკრეტულ მასალას.
პატივისცემა- დამეთანხმებით ყველაზე რთულად მისაღწევი ასპექტია. ჩვენ გვსურს რომ მოსწავლეები გვაფასებდნენ, მაგრამ, ჩვენჩ უნდა ვაფასებდეთ მათ, თითოეული ადამიანი ინდივიდია, აქვს საკუთარი აზრი და ხედვა. ხშირად ვაწყდებით დაბალი აკადემიური მოსწავლეების მიმართ უპატივისმცემლობას საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეები დასცინიან მათ, არ მეგობრობემ მათთან. ამიტომ:
-- ყოველთვის გქონდეთ გეგმაში რამე საინტერესო აქტივობა, რომელიც ყველას ჩართავს პროცესში. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლესმიეცით ერთი დღე გუნდის კაპიტნობა, ამოძრავეთ კლასი,იარეთ წინ და უკან, გამოიყენეთ საკლასო სივრცე ეფექტიანად, რაც უფრო შემოქმედებითია გაკვეთილი, მით უფრო საინტერესოა პროცესში ჩართულობა. ხანდახან გააოცეთ კიდეც თქვენი მოსწავლეები, მაგალითად თუ თქვენ ასწავლით მარტივ ზმნებს უცხო ენაში რაც დაკავშირებულია სადილის მომზადებასთან, თქვენ შეგიძლიათ ერთ დღეს დაახვედროთ მათ საჭირო ინგრედიენტები და ერთად მოამზადოთ მარტივი საჭმელი, მოსწავლეებს დიდხანს დაამახსოვრდებათ ასეთ გაკვეთილზე ნასწავლი მასალა.
-- შეიმუშავეთ წახალისების ფორმები, ესშეიძლება იყოს კარგი საქციელისთვის, ან დავალების მუდმივად შესრულებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. კუპონები. აღნიშნეთ მოსწავლეების მუდმივი მზაობა ჩანიშვნების ფურცელზე და ყოველი კვირის ბოლოს მიეცით მათ იმდენი კუპონი რამდენჯერაც იყო ის მზად. დახარჯეთ ცოტა ფული იაფ სათამაშოებსა და საკანცელარიო ნივთებზე და კუპონების რაოდენობის მიხედვით აჩუქეთ მათ საჩუქარი. განსაკუთრებით პატარებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ თქვენი გაკვეთილი
5. მოლოდინი- სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეახსენეთ მათ რა მოლოდინები გაქვთ. აგრეთვე შეეკითხეთ, რას ელიან ისინი თქვენგან. შეასრულეთ თქვენი დანაპირები ყოველთვის და ნახავთ რომ მოსწავლეებიც ეცდებიან განავითარონ უკეთესი დამოკიდებულება თქვენს მიმართ.
6. საკუთარი შეცდომების აღიარება- სწავლა სიბერემდეო გაგვიგია, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, თუკი მოხდება ისე, რომ რაღაც დაგავიწყდათ, თამამად უთარით მოსწალვეებს, რომ არ გახსოვთ, ან გადაამოწმეთ საკითხის სიზუსტე.
7. გაეცით მეტი სიყვარული და სითბო რათა მოსწავლეებს შეაყვაროთ საკუთარი თავი, რადგან ორმხრივი სიყვარულის დროს საგაკვეთილო პროცესი სახალისო და საინტერესოა.
შეაფასეთ ბლოგი და დატოვეთ კომენტარები
ReplyDelete