ალბათ ყოფილა მასწავლებლის პრაქტიკაში დღე როდესაც  გამოვსულვართ საკუთარი გაკვეთილიდან უკმაყოფილონი რამდენიმე მიზეზის გამო: შეიძლება მოსწავლემ მასალა კარგად ვერ გაიაზრა, უყურადღებოდ იჯდა გაკვეთილზე, არ ჰქონდა  საშინაო დავალება და ასე შემდეგ. შემდგომში გვიწევს ფიქრი რაუნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო და თითოეული მოსწავლის ყურადღების მართვა შევძლოთ. საკუთარი რადენიმე წლიანი პრაქტიკიდან შემოგთავაზებთ რამდენიმე გზას ინგლისური ენის გაკვეთილის უკეთესად წარსამართად.
პირველ რიგში, კარგად დაგეგმეთ გაკვეთილი, გაწერეთ თითოეული აქტივობა ისე, რომ გაითვალისწინით მოსალოდნელი შედეგებიჩ, მაგალითად შესაძლოა თქვენ აპირებთ წარსული მარტივი დროის ახსნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ვერ გაიხსენეს ახლანდელი მარტივი დროს წარმოება, რას იზამთ ამ შემთხვევაში?! წინ წახვალთ?! შეუძლებელია, რადგან წინარე ცოდნის გააქტიურება ამ შემთხვევაში არ მოხდება მოსწავლეებში. 
იმისთვის, რომ გეგმა წარიმართოს როგორც შეიმუშავეთ, აკონტროლეთ დრო. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია თავისუფალი დრო დაგრჩეთ, ამიტომ შეიმუშავეთ აქტივობები, რაც მოსწავლეთა ყურადღებას მიიპყრობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია ქაოსი გაკვეთილზე
დაიწყეთ გაკვეთილი ეგრეთწოდებული ,,ვორმ აფით“ (worm up) რაც მოსწავლეთა გაკვეთილისთვის მომზადებას გულისხმობს.  ეს აქტივობა შეიძლება იყოს ხუთ წუთიანი.
გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალური მასალა, რაგდან გაითვალისწინოთ მოსწავლეები შესაძლებლობები და მოახდინოთ მათი დიფერენციაცია. ზოგიერთი მოსწავლეს გამძაფრებული აქვს მხედველობითი მეხსიერება, ზოგს - სმენითი, ზოგიერთი კი სწავლობს მოძრაობით.
გაკვეთილზე ისაუბრეთ ინგლისურ ენაზე, რადგან ხშირად მოსმენილი ფრაზები და სიტყვები საბოლოოდ დაილექება მოსწავლეების მახსოვრობაში. ნათლად გაეცით ინსტრუქცია და ყოველთვის გადაამოწმეთ, გაიგო თუ არა მოსწავლემ ინფორმაცია, ამით ავიცილებთ ზედმეთ კითხვებს და ხმაურიან საგაკვეთილო პროცესს.
გამოიყენეთ power point-ი პრეზენტაციის მოსამზადებლად. ეს დაგეხმარებათ ასახსნელი მასალა უკეთესად წარმოადგინოთ და მიიტანოთ მოსწავლემდე, თუმცა პრეზენტაცია არ უნდა იყოს მონოტონური,ლექციის სახის, რათა მოსწავლეებს არ მობეზრდეთ პროცესი, დატვირთეთ სურათებით, ვიდეოებით. შეკითხვებით.
შესთავაზეთ მოსწავლეებს პროექტის გაკეთება, ეს დაეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში.
 და ბოლოს, თამაშები, ენის გასატეხები, ლექსები იდეალური ვარიანტია დაბალ კლასებში მოსწავლეთა ყურადღების მართვისთვის, აღნიშნული აქტივობები  გაამდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს, შეძლებენ მოახდინონ ტრანსფერული უნარის განითარება, რაც ნასწავლი მასალის გამოყენებას გულისხმობს, მისცემს მათ სითამამეს და ამბიციას.
აუცილებლად შეაქეთ მოსწავლეები, წაახალისეთ, მიეცით ბიძგი, რომ გაკვეთილი იყოს სახალისო და საინტერესო, მოსწავლეებს უნდა უყვარდეთ პირველ რიგში მასწავლებელი და მერე საგანი, ხოლო სიყვარულის დამსახურება არც ისეთი ადვილი საკითხია. იმედი მაქვს გამოგადგებათ საკუთრი პრაქტიკიდან შემუშავებული რჩევები.

Comments

Popular posts from this blog

წინადადების კითხვითი და უარყოფითი ფორმები

have got/ has got ქონა-ყოლა

ყოფნა ზმნა ( to be)